Thumbnail

ნახეთ: Princess Nokia-ს კლიპი It’s Not My Fault ჯენიფერ ლოპესის შთაგონებით შეიქმნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დესთინი ფრასქერიმ, ფსევდონიმით Princess Nokia, ახალი კომპოზიცია It’s Not My Fault და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევრის შთაგონების წყარო ამერიკელი პოპვარსკვლავის, ჯენიფერ ლოპესის სიმღერის If You Had My Love ვიდეორგოლი გახდა.

ნახეთ: Princess Nokia კლიპს I Like Him ავრცელებს

ფრასქერიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. ის კომპოზიციებს თავდაპირველად პლატფორმა Soundcloud-ზე ფსევდონიმით Wavy Spice ავრცელებდა. 2014 წელს ნიუ იორკელმა სადებიუტო ალბომი Metallic Butterfly გამოაქვეყნა. 3 წლის შემდეგ კი ალბომი 1992 Deluxe გამოსცა, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. 2020 წლის 26 თებერვალს არტისტმა გაყიდვაში ერთდროულად ორი ალბომი Everything Sucks და Everything Is Beautiful ჩაუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული