Thumbnail

ბრიტანული ელექტრო სოულ დუეტი Jungle ახალ კომპოზიციას Keep Moving და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მესამე ალბომში Loving in Stereo იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 აგვისტოს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის შექმნა რეჟისორ ჩარლი დი პლასიდოს ცნობილმა მიუზიკლმა West Side Story შთააგონა.

Jungle ჯოშ ლლოიდ-უოტსონმა და ტომ მაკფარლანდმა 2013 წელს შექმნეს. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2018 წელს კი დუეტმა კიდევ ერთი ჩანაწერი For Ever გამოაქვეყნა. მათი შემოქმედება ელექტრო სოულს, ნეო სოულსა და ფანკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული