Thumbnail

Cardi B ეხმაურება ინფორმაციას, რომ ემინემმა მასთან ტრეკის ჩაწერაზე უარი თქვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ მარტის დასაწყისში თავისი ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა და ტვიტერზე განაცხადა, რომ მომავალ ალბომზე აქტიურად იწყებდა მუშაობას. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა, რომ მან ერთ-ერთ კომპოზიციაზე მუშაობა გავლენიან რეპერს, ემინემს სთხოვა, რომლისგანაც უარი მიიღო.

ნახეთ: Cardi B კრიტიკოსებს მიმართავს

Cardi B-მ გაამხილა, რაში უნდა, რომ რიანას ჰგავდეს

"შიდა წყაროები იტყობინებიან, რომ ემინემმა Cardi B-ს უარი უთხრა თხოვნაზე, რომ მის მომავალ ალბომში მიეღო მონაწილეობა, რადგან, ის ფიქრობს, რომ ქარდის რეალურად არ ანაღვლებს ჰიპ ჰოპ კულტურა და თავისი საქმიანობა", - იუწყებოდა ტვიტერის ერთ-ერთი გვერდი.

ქარდიმ ტვიტი გააზიარა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

"დიდი ტყუილია. როგორც კი ინტერნეტს ცოტა ხნით ჩამოვშორდები, რაღაც საზიზღრობას მახვედრებთ ხოლმე. ჯერ არანაირი სიმღერა არ გამიგზავნია არცერთი არტისტისთის. მიყვარს ემინემის შემოქმედება და მას დიდ პატივს ვცემ", - წერს 28 წლის არტისტი.

ამის შემდეგ რეპერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დააანონსა, რომ მომავალში მისი და არაერთი მუსიკოსის თანამშრომლობას ვიხილავთ.

"რადგან ასე უყვართ ჩემ შესახებ ტყუილების მოფიქრება იმის გამო, რომ შეპყრობილები არიან, იცინეთ ამ არარეალურ ჭორებზე, მანამ ჩემს მომავალ კოლაბორაციებს იხილავთ".

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული