Thumbnail

Floating Points-მა და ფეროუ სანდერსმა კოლაბორაციული ალბომი Promises გაავრცელეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისელი ელექტრონული არტისტი, სემ შეფარდი, სასცენო სახელით Floating Points, ლეგენდარული ამერიკელი საქსოფონისტი, ფეროუ სანდერსი და ლონდონის სიმფონიური ორკესტრი კოლაბორაციულ ალბომს Promises ავრცელებენ. ჩანაწერი 9 კომპოზიციას აერთიანებს.

მოუსმინეთ: Floating Points-მა Thundercat-ის კომპოზიცია Fair Chance გაარემიქსა

Floating Points-მა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მინი ალბომების Vacuum და Shadows გავრცელების შემდეგ, 2015 წელს მან სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Elaenia გამოუშვა, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. არტისტი ლეიბლის Eglo Records თანადამფუძნებელია.

ფეროუ სანდერსმა კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 1964 წელს დაიწყო. მუსიკოსი კარიერის საწყის წლებში ლეგენდარულ ჯაზ შემსრულებელთან, ჯონ კოლტრეინთან ერთად უკრავდა, თუმცა, განსაკუთრებული წარმატება მის ცოლთან, ელის კოლტრეინთან თანამშრომლობამ მოუტანა. სანდერსს ამ დრომდე საკუთარ ბენდთან ერთად 30-ზე მეტი ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული