Thumbnail

მოუსმინეთ: ნილს ფრამის გამოუცემელი ალბომი Graz

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გერმანელმა მუსიკოსმა, პროდიუსერმა და პიანისტმა, ნილს ფრამმა პიანინოს დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველი წლის 88-ე დღეს აღინიშნება, გამოუცემელი ალბომი Graz გაავრცელა. ფრამმა სტუდიური ნამუშევარი 2009 წელს, ავსტრიის ქალაქ გრაცში მდებარე საკონცერტო დარბაზში Mumuth ჩაწერა. ალბომის პროდიუსერი ქალაქ ვენაში მოღვაწე გერმანელი არტისტი, თომას გაიგერი გახლავთ.

მოუსმინეთ: ნილს ფრამი ლაივ ალბომს Tripping With Nils Frahm ავრცელებს

ნილს ფრამის შემოქმედება ელექტრონულ და ექსპერიმენტულ მუსიკას აერთიანებს. შემსრულებელი თავის დროზე ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ოლაფურ არნალდსი და DJ Shadow. ნილსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Re და Says მოუტანა. 2015 წელს ის ფესტივალის Tbilisi Summer Set ეგიდით საქართველოსაც ეწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული