Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კატორა მარერომ, ფსევდონიმით Young M.A, მსმენელს ჩანაწერი Beatbox (Freestyle) და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ტრეკი ემეის ახალბედა კოლეგის SpotemGottem ამავე სახელწოდების ჰიტის ალტერნატიული ვერსიაა.

ნახეთ: Young M.A - Ooouuuvie (Whoopty Freestyle)

ნახეთ: Young M.A - Off the Yak

ნახეთ: Young M.A კომპოზიციაზე Kold World გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბრუკლინელმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2016 წლის კომპოზიციას Ooouuu უკავშირდება, რომელმაც მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და იუთუბზე 355 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2019 წლის სექტემბერში იანგ ემეიმ სადებიუტო ალბომი Herstory In The Making გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ კი მსმენელს EP სახელწოდებით Red Flu შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული