Thumbnail

კანადელი ემბიენთ კომპოზიტორი, სკოტ მორგანი, სასცენო სახელით Loscil, ახალ კომპოზიციას Vespera და მასზე შექმნილ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ნამუშევარი მუსიკოსის რიგით მეთხუთმეტე ალბომში Clara შევა, რომელიც 28 მაისს გამოიცემა. ჩანაწერი 10 ტრეკს გააერთიანებს.

სკოტ მორგანმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. ერთ წელიწადში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A New Demonstration of Thermodynamic Tendencies გაავრცელა. ემბიენთ არტისტს ამ დრომდე 14 სოლო ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული