Thumbnail

ბრიტანულმა ნეო კრაუტროკ ჯგუფმა BEAK> ახალი კომპოზიცია Oh Know და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც კოლექტივმა 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამოსცა. ნამუშევარი 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნის დროს არის ჩაწერილი.

BEAK> ცნობილი ბრიტანული ტრიპ ჰოპ კოლექტივის Portishead წევრმა, მულტიინსტრუმენტალისტმა ჯეფ ბეროუმ, რობერტ პლანტის ბენდის Strange Sensation ბასისტმა, ბილი ფულერმა და ექსპერიმენტული როკ ჯგუფის Fairhorns წევრმა, მეთ უილიამსმა 2008 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსების სადებიუტო ალბომი BEAK> 2009 წელს გამოვიდა. 2012-ში კი მათ მსმენელებს მეორე სტუდიური ნამუშევარი ">>" შესთავაზეს. 2016-ში მეთ უილიამსმა კოლექტივი დატოვა და მისი ადგილი უილ იანგმა დაიკავა. არტისტებს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოქვეყნებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული