Thumbnail

პარიზში მოღვაწე ბრიტანელი მუსიკოსი, სილვერნ მეთურინი, ფსევდონიმით Poté, ახალ კომპოზიციას Young Lies და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ლონდონელი არტისტი, დეიმონ ალბარნი მონაწილეობს. სინგლი Poté-ს მომავალ ალბომში A Tenuous Tale of Her შევა, რომელიც მიმდინარე წლის 4 ივნისს გამოიცემა.

სილვერნ მეთურინმა შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Spiral My Love გაავრცელა. ამჟამად არტისტი რიგით მეორე ჩანაწერზე მუშაობს, რომელიც 11 კომპოზიციას გააერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული