Thumbnail

ბრიტანულმა ტრიპ ჰოპ ჯგუფმა Morcheeba ახალი კომპოზიცია The Moon და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ნამუშევარი ხორვატი მუსიკოსის, ირენა ჟილიჩის სიმღერის ქავერია, რომელიც "მორჩიბას" წევრმა, როს გოდფრიმ ზაგრებში გაიცნო და ტრეკის ჩაწერაზე ნებართვაც სთხოვა. სინგლი არტისტების მომავალ, რიგით მეათე ალბომში Blackest Blue იქნება წარმოდგენილი, რომელიც 14 მაისს გამოიცემა.

Morcheeba სქაი ედვარდსმა, ძმებთან, როს და პოლ გოდფრიებთან ერთად, ქალაქ ლონდონში 1995 წელს შექმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Who Can You Trust? გაავრცელეს. 4 ჩანაწერის გამოცემის შემდეგ სქაი ბენდიდან წავიდა, თუმცა 2009 წელს კვლავ დაბრუნდა. 2014 წელს კი, 8 სტუდიური ალბომის გამოცემის შემდეგ, პოლ გოდფრიმ, საკუთარ ძმასთან კონფლიქტის გამო, კოლექტივი დატოვა. არტისტებს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოქვეყნებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული