Thumbnail

ნახეთ: EXO-ს ბექჰიონი ახალ ალბომს და კლიპს Bambi ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, EXO-ს წევრმა, ბექჰიონმა რიგით მესამე მინი ალბომი Bambi და მასში შესულ ამავე სახელწოდების მქონე სინგლზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. 6-ტრეკიან ჩანაწერში ახალ კომპოზიციებთან ერთად წარმოდგენილია გასული წლის დეკემბერში გავრცელებული სიმღერა Amusement Park.

ნახეთ: EXO-ს წევრი, ჩანიოლი ბილი აილიშის ჰიტს Bad Guy ასრულებს

როგორც 28 წლის არტისტის ლეიბლის SM Entertainment მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტუდიური ნამუშავარი ბექჰიონის "მრავალფეროვან არენბი მგრძნობელობას წარმოაჩენს".

"ვფიქრობ, ამ ალბომით პატარა ბიჭიდან ზრდასრულ ადამიანად ვიქეცი. ის უფრო მოწიფულ ბექჰიონს წარმოაჩენს. მასში ჩემი ვოკალური შესაძლებლობებიც მეტად არის ნაჩვენები", - აღნიშნა თავად მუსიკოსმა ონლაინ პრესკონფერენციაზე.

ბექჰიონმა კარიერა 2012 წელს კეიპოპ ბენდ EXO-ში მოღვაწეობით დაიწყო. მან ჯგუფთან ერთად სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოებაზე გამარჯვება 16-ჯერ მოახერხა. კოლექტივის მეოთხე სტუდიურმა ჩანაწერმა The War კი 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

ჯგუფში მოღვაწეობისა და სოლო კარიერის პარალელურად, ბექჰიონი სუპერჯგუფის SuperM წევრიც არის და არაერთ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუში აქვს მონაწილეობა მიღებული. არსებული ინფორმაციით, შემდეგი თვიდან ის სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის მომავალი ორი წლის განმავლობაში.

კომენტარები

ბოლოს დამატებული