Thumbnail

მაიკლ ჯექსონის შვილი იხსენებს, რას ასწავლიდა მამამისი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა იუთუბის პროექტში No Filter, სუპერმოდელ ნაომი კემპბელთან ინტერვიუში, მამის გვერდით გატარებული წლები გაიხსენა. პერისმა, რომელიც მომღერლის გარდაცვალებისას 11 წლის იყო, აღნიშნა, რომ მან შვილებისთვის მსოფლმეხდველობის ჩამოყალიბება მოასწრო. 23 წლის გოგონას თქმით, ბედნიერია, რომ მაიკლის დამსახურებით მცირე ასაკში მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შეძლო.

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

"დიდი ბედნიერება და პრივილეგია იყო, ასეთ პატარა ასაკში ამდენი რამის გამოცდის საშუალება რომ მოგვეცა. მამაჩემი ნამდვილად კარგად ზრუნავდა იმაზე, რომ მე და ჩემი ძმები კულტურულები და განათლებულები ვყოფილიყავით; რომ ჩვენთვის მხოლოდ გლამურული და მდიდრული კუთხით არ ეჩვენებინა ცხოვრება. ჩვენ ყველაფერს ვხედავდით - მესამე სამყაროს ქვეყნებსაც. ყველა მხარეს ვეცნობოდით", - ამბობს პერისი.

მუსიკოსს დები როუისთან ქორწინებიდან შეეძინა პერისი და მისი ძმა, პრინსი. მაიკლი ცოლს 1999 წელს გაშორდა. 2002 წელს მას კიდევ ერთი ვაჟი, პრინს მაიკლ II ანონიმურმა სუროგატმა დედამ გაუჩინა.

ნახეთ: პერის ჯექსონმა კომპოზიციაზე Eyelids გადაღებული კლიპი გაავრცელა

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2020 წლის 13 ნოემბერს პერისმა სადებიუტო ალბომი Wilted გამოუშვა. გოგონა გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული