Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ნატალი მერინგმა, სასცენო სახელით Weyes Blood, ახალი სიმღერა Titanic Risen გაავრცელა. კომპოზიცია მან 2019 წელს გამოცემული, ამავე სახელწოდების ალბომისთვის ჩაწერა, თუმცა, ის ნამუშევრის საბოლოო ვერსიაში ვერ მოხვდა და დღის სინათლე მხოლოდ ახლა იხილა.

ნახეთ: Weyes Blood კომპოზიციის Wild Time კლიპს ავრცელებს

ნატალი მერინგმა შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მან სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი The Outside Room გამოუშვა. არტისტს ამ დრომდე 4 ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება ბოლო ჩანაწერმა Titanic Rising მოუტანა. მომღერლის შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და ფოლკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული