Thumbnail

4 აპრილს ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა აღდგომის დღესასწაული იზეიმა. იმ მუსიკოსებმა, რომლებმაც ეს დღე აღნიშნეს, სააღდგომო ტრადიციები დაიცვეს და თაყვანისმცემლებს მილოცვებიც გაუგზავნეს.

ნახეთ: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა ვალენტინობის დღე

Madonna

ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა, მადონამ ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ მოხატა სააღდგომო კვერცხები შვილებთან ერთად.

Britney Spears

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა შეყვარებულის, ფიტნეს ინსტრუქტორ სემ ასგარის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით მიულოცა თაყვანისმცემლებს აღდგომა. კადრებში 39 წლის არტისტი ვარჯიშის დროს სარბენი ბილიკიდან მიმართავს ფანებს.

"ეს მე ვარ, ბრიტნი. ბედნიერი აღდგომა", - ამბობს მომღერალი.

Cardi B

"ბედნიერი აღდგომა, ჩემო სიყვარულებო. თუ ამ დღესასწაულის არ გწამთ, არა უშავს, უბრალოდ, სიმშვიდეს და პოზიტიურ ენერგიას საშუალება მიეცით, თქვენი სხეული მოიცვას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღდგომის კვერცხების ძებნის ტრადიციას ვიცავ. ყოველ აღდგომას ლამაზ კაბაში გამოწყობილი ბებიაჩემთან ერთად ეკლესიაში მივდიოდი. წელს კი ჩემთვის ამ ახალ რაღაცას ვცდი. სახლში დავრჩები, რადგან ჩემი გოგონა თავს ჯანმრთელად ვერ გრძნობს", - წერდა ქარდი აღდგომის წინ.

Billie Eilish

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა სააღდგომო თემატიკის ტკბილეულის კალათას გადაუღო ფოტო და ინსტაგრამის სთორიში გააზიარა.

Mariah Carey

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ ტვიტერზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა და აშშ-ში აღდგომის სიმბოლოდ მიჩნეული კურდღელი ახსენა, რომელსაც, გადმოცემის მიხედვით, სადღესასწაულო კვერცხები მიაქვს ოჯახებში.

"აღდგომის კურდღელი უკვე წავიდა, ბედნიერი აღდგომა", - დაწერა მერაიამ.

Christina Aguilera

კრისტინა აგილერამ კი ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც მისი გოგონა კურდღლის ფორმაშია გამოწყობილი.

"ბედნიერი აღდგომა. აქამდე მამიკოს ეცვა ხოლმე ეს, ახლა კი სამერი უკვე საკმარისად დიდია საიმისოდ, რომ ეს კოსტიუმი მოირგოს", - წერს ამერიკელი პოპვარსკვლავი.

Shakira

კოლუმბიელმა მომღერალმა, შაკირამ ტვიტერზე კათოლიკური აღდგომის სიმბოლოსთან, კურდღლებთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და გამომწერებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

Ciara

ამერიკელი მომღერლის, სიარას ქმარმა, სპორტსმენმა რასელ უილსონმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომლიდანაც ირკვევა, რომ წყვილმა საკუთარი სახლის ეზოში წვეულება მოაწყო და შვილებს კურდღლის ფორმაში გამოწყობილი ანიმატორიც მიუყვანა.

Janet Jackson

ამერიკელი შემსრულებელი, ჯენეტ ჯექსონი ტვიტერზე წერს:

"აღდგომა იმედის, განახლებისა და ახალი სიცოცხლის სიმბოლო უნდა იყოს".

Cher

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, შერიმ თაყვანისმცემლებს ტვიტერის საშუალებით მიულოცა ეს დღესასწაული.

Joe Jonas

მუსიკოსი ძმების პოპ როკ ბენდის, Jonas Brothers-ის წევრი, ჯო ჯონასი კურდღლად გარდაისახა TikTok-ის აპლიკაციის დახმარებით.

Nick Jonas

ბედნიერი აღდგომა უსურვა თაყვანისმცემლებს "ჯონას ბრაზერსის" კიდევ ერთმა წევრმა, ნიკ ჯონასმა.

Olivia Rodrigo

ინსტაგრამის სთორის საშუალებით თაყვანისმცემლებს აღდგომა მიულოცა 18 წლის მუსიკოსმა, ოლივია როდრიგომ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული