Thumbnail

ბობი შმურდა მიმდინარე თვეში ახალ ტრეკს გამოაქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის მსმენელი მიმდინარე წლის თებერვალში, ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლებული ნიუ იორკელი არტისტის, ეკვილ პოლარდის, ფსევდონიმით Bobby Shmurda, ახალი მუსიკის მოლოდინშია. ბრუკლინელმა ემსიმ ინსტაგრამის სთორის საშუალებით ახლახან დამაიმედებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აპრილში ახალ კომპოზიციას გამოაქვეყნებს.

ბობი შმურდა: 50 Cent ერთადერთია, რომელიც რეალურად დამიდგა გვერდში

"მიმდინარე თვეში რაღაც ახლის გამოშვებას ვაპირებ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კრიმინალური დაჯგუფების GS9 წევრი ბობი შმურდა და მისი რამდენიმე მეგობარი მკვლელობის დაგეგმვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობაში 2014 წელს დაადანაშაულეს. 2021 წლის თებერვალში რეპერი ციხიდან კარგი ყოფაქცევის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, დამატებით 5 წლის განმავლობაში ბრუკლინელი პირობით სასჯელს მოიხდის.

ბობიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს ცნობილი კომპოზიციების დაქავერებით დაიწყო. არტისტი ფართო საზოგადოებამ 2014 წლის კომპოზიციით Hot Nigga გაიცნო, რომელიც დღეს ხუთმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. იმავე წელს ბობიმ სადებიუტო მიქსტეიპი Shmoney Shmurda და EP სახელწოდებით Shmurda She Wrote გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული