Thumbnail
ფოტო: Indigo

მოუსმინეთ: ზურა ჯიშკარიანი ახალ ნამუშევარს Clonazepam ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრმა და მწერალმა, ზურა ჯიშკარიანმა, პროექტის Debili ფარგლებში, ახალი EP სახელწოდებით Clonazepam გაავრცელა. ნამუშევარი შვიდ 16-ბიტიან კომპოზიციას აერთიანებს.

ზურა ჯიშკარიანი: ნუღარ დამიძახებთ რეპერს ან მუსიკოსს

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული არტისტია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე ის მუსიკალურ პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა. ამასთან, ჯიშკარიანი სტარტაპის Anima Chatbotics დამფუძნებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული