Thumbnail
ფოტო: კიმონო

მოუსმინეთ: ზურა ჯიშკარიანი სიმღერას MiniminiminiMze ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი და მწერალი, ზურა ჯიშკარიანი ახალ სიმღერას MiniminiminiMze ავრცელებს. ნამუშევარი მობილური ტელეფონის საშუალებითაა ჩაწერილი.

მოუსმინეთ: ზურა ჯიშკარიანი ახალ ნამუშევარს Clonazepam ავრცელებს

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული არტისტია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე ის მუსიკალურ პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა. ამასთან, ჯიშკარიანი სტარტაპის Anima Chatbotics დამფუძნებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული