Thumbnail

რობერტ სმიტმა 12 საყვარელი წიგნი დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Cure-ს ფრონტმენმა, რობერტ სმიტმა გამოცემა Rock & Folk-თან ინტერვიუში თავისი რჩეული 12 წიგნი დაასახელა. მუსიკოსის რჩეულ ნაწარმოებებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი მწერლების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ფრანც კაფკა, ალბერ კამიუ, ჯერომ სელინჯერი, ედგარ ალან პო და სხვები.

ნახეთ: რობერტ სმიტმა The Holy Hour, The Funeral Party და The Drowning Man შეასრულა

ნახეთ: რობერტ სმიტმა კომპოზიციები In Your House, M და Play For Today შეასრულა

"როდესაც თინეიჯერობის პერიოდს ვიხსენებ, როცა სელინჯერს, არტურ რემბოსა და ედგარ ალან პოს ვკითხულობდი, ზოგჯერ სიცილი მინდება. ამას შევადარებდი მშობლის რეაქციას, რომელიც თავისი შვილის პირველ ემოციებზე ხალისობს. ზოგადად კი, სწორედ ლიტერატურის მეშვეობით ვპოულობდი ხოლმე ძალას, რომ არსებულ რეალობას გავქცეოდი", - ამბობს რობერტ სმიტი.

მუსიკოსის რჩეული 12 წიგნი ასეთია:

1. ნარნიის ქრონიკები – კლაივ ლუისი
2. მოთხრობების სრული კრებული – ფრანც კაფკა
3. უცხო – ალბერ კამიუ
4. შარლოტი ზოგჯერ – პენელოპ ფარმერი
5. გორმენგასტი – მერვინ პიკი
6. ნამუშევრები – შარლ ბოდლერი
7. დაკარგული სამოთხე - ჯონ მილტონი
8. ბანანა თევზის ამინდი – ჯერომ სელინჯერი
9. სრული ნამუშევრები – არტურ რემბო
10. ყორანი – ედგარ ალან პო
11. გულისრევა – ჟან-პოლ სარტრი
12. უმაღლესი ერთგულება – ნიკ ჰორნბი

რობერტ სმიტმა კარიერა 1972 წელს დაიწყო. ლეგენდარული ჯგუფი The Cure კი 1976 წელს შექმნა. მან პოპულარობა სწორედ ამ ბენდში მოღვაწეობით მოიპოვა. 80-იან წლებში მათი სასცენო იმიჯის, სიმღერების მელანქოლიური შინაარსისა და სმიტის უნიკალური ხმის გამო, The Cure გოთური სუბკულტურის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიიჩნეოდა. 2019 წელს რობერტ სმიტი კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. The Cure-ის პარალელურად, 1982-84 წლებში სმიტი ბრიტანული პოსტ პანკ ბენდის Siouxsie and the Banshees გიტარისტიც იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული