Thumbnail

ქარდი ბი იხსენებს, როგორ ჩაწერა Offset-თან ერთად კომპოზიცია Um Yea

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ტვიტერზე აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც თავის ქმართან, რეპერ Offset-თან ერთად სტუდიაში კომპოზიციაზე Um Yea მუშაობის პერიოდი გაიხსენა. ამ დროს ქარდი და ოფსეტი უკვე ხვდებოდნენ ერთმანეთს და დანიშნულებიც იყვნენ.

Cardi B ეხმაურება ინფორმაციას, რომ ემინემმა მასთან ტრეკის ჩაწერაზე უარი თქვა

"არ მინდა, ბანალური რომანტიკული ისტორია მოგითხროთ, მაგრამ მახსოვს ის დრო, როცა ოფსეტთან ერთად სტუდიაში ვიყავი, ის ტრეკზე Um Yea მუშაობდა, რომელიც ერთად ჩავწერეთ. თვალს არ მაშორებდა, მიღიმოდა და თან ნამუშევარს ქმნიდა. შემდეგ ვუთხარი, რომ მეც მინდოდა ამ პროცესში ჩართვა. როცა ჩემი ვერსის წერა დავიწყე, ისე მიყურებდა, თითქოს ამბობდა - ეი, გოგოო! შემდეგ ეგრევე სექსი გვქონდა", - გაიხსენა ქარდიმ.

2017 წლის დეკემბერში გავრცელებული Um Yea ამერიკული ლეიბლის Control the Streets, Volume 1 კომპილაციურ ალბომში შევიდა, რომელშიც კიდევ 29 კომპოზიციაა წარმოდგენილი ისეთი არტისტების შესრულებით, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი, გუჩი მეინი, ლილ ბეიბი, იანგ თაგი, თაი დოლა საინი, კოდაკ ბლექი და სხვები.

ქარდიმ და ოფსეტმა ასევე ითანამშრომლეს კომპოზიციებზე Clout და Lick. წყვილმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინა. მათ 2018 წელს საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული