Thumbnail

ამერიკული ინდი როკ ჯგუფის Vampire Weekend ყოფილი წევრი, როსტამ ბათმანგლიჯი, სასცენო სახელით Rostam, ახალ კომპოზიციას Changephobia ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე, ამავე სახელწოდების მქონე სოლო ალბომში შევა, რომელიც 4 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Rostam - 4Runner

ნახეთ: Rostam - These Kids We Knew

როსტამ ბათმანგლიჯმა შემოქმედებითი კარიერა ჯგუფში Vampire Weekend 2006 წელს დაიწყო. კოლექტივთან ერთად სამი ალბომის გამოცემის შემდეგ, 2016 წელს არტისტმა ბენდი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა პირველი დამოუკიდებელი სტუდიური ჩანაწერი Half-Light გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული