Thumbnail

Cardi B: ალბომთან Invasion of Privacy ტკბილ-მწარე მოგონებები მაკავშირებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

6 აპრილს პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ქარდი ბის გრემის მფლობელ, კომერციულად წარმატებულ სადებიუტო ალბომს Invasion of Privacy სამი წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსმა ტვიტერის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩანაწერზე მუშაობის პროცესიც გაიხსენა.

ქარდი ბი იხსენებს, როგორ ჩაწერა Offset-თან ერთად კომპოზიცია Um Yea

Cardi B ეხმაურება ინფორმაციას, რომ ემინემმა მასთან ტრეკის ჩაწერაზე უარი თქვა

"დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სადებიუტო ალბომი Invasion of Privacy დღემდე გიყვართ. თავი იუბილარი მგონია. როდესაც ამ ჩანაწერს ვუსმენ. მაქვს როგორც ტკბილი, ასევე ტკბილ-მწარე მოგონებები. მასზე მუშაობისას ბევრი გამოწვევის გადალახვა მომიხდა, თუმცა, მთავარია, საბოლოო ჯამში ის კარგი და წარმატებული გამოვიდა. მიყვარხართ და ყოველთვის მეყვარებით", - წერს ქარდი ტვიტერზე.

ჰიპ ჰოპ არტისტმა ტვიტერზე თაყვანისმცემლების მიერ შექმნილი ვიდეოც გააზიარა, რომელშიც ისინი რეპერს ალბომის იუბილეს ულოცავენ. ქარდიმ მათ მადლობა გადაუხადა.

Invasion of Privacy შემსრულებელმა 2018 წელს გამოუშვა. ნამუშევარში ისეთი ცნობილი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Migos, Chance the Rapper, 21 Savage და სხვები. ჩანაწერმა სამმაგი პლატინის სტატუსისა და გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. ის ასევე 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი ჰიპ ჰოპ ნამუშევრების სამეულში მოხვდა.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2021 წის მარტში კი ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული