Thumbnail

ფესტივალი Tbilisi Open Air კიდევ ერთხელ გადაიდო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წელს ვეღარ გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ იძლევა საშუალებას, რომ ღონისძიება სრულფასოვნად ჩატარდეს და სტუმრებისა და არტისტების უსაფრთხოება სათანადოდ იყოს დაცული. 2022 წელს დაგეგმილი ივენთის თარიღები და ლაინაფი მომავალი წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. იხილეთ განცხადება სრულად:

😔 მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. მთელი ამ დროის...

Posted by Tbilisi Open Air / AlterVision on Wednesday, April 7, 2021

 

წლევანდელი ფესტივალი 25-27 ივნისს უნდა გამართულიყო, ღონისძიების ჰედლაინერები კი ამერიკელი მუსიკოსი LP, ფრანგული დუეტი Polo & Pan, როკ ჯგუფი She Wants Revenge და შვედური ბენდი Kite უნდა ყოფილიყვნენ. მათ გარდა, ივენთში მონაწილეობას კიდევ არაერთი ქართველი და უცხოელი არტისტი იღებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული