Thumbnail

მოუსმინეთ: ჯადასიმ ალბომი FOLDER 2 გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ექსპერიმენტულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯადასიმ ახალი ალბომი FOLDER 2 გამოაქვეყნა. ახალგაზრდა ბრიტანელი მუსიკოსის სტუდიური ნამუშევარი 26 კომპოზიციას მოიცავს. თითოეული მათგანის პროდიუსერი თავად ჯადასი გახლავთ.

ნახეთ: ჯადასიმ კომპოზიციაზე Moving Star კლიპი გადაიღო

ალბომის გამოქვეყნებასთან ერთად ლონდონელმა რეპერმა მსმენელს ნამუშევრის სინგლზე Cool გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა.

ექსპერიმენტულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯადასიმ მოღვაწეობა ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Sub Luna City დაიწყო. 2014 წელს სამხრეთ ლონდონელმა რეპერმა ცნობილ მუსიკოსთან, King Krule-სთან ერთად სადებიუტო ალბომი City Rivims Mk 1 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული