Thumbnail

ნახეთ: ედ ო'ბრაიენი პოლ მაკკარტნის კომპოზიციის Slidin რემიქსს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტმა, ედ ო'ბრაიენმა, პროექტ EOB-ის ფარგლებში, ვიზუალურ ნამუშევართან ერთად, საკულტო კოლექტივის, The Beatles-ის ყოფილი წევრის, პოლ მაკკარტნის კომპოზიციის Slidin რემიქსი გაავრცელა. სინგლი მაკკარტნის ბოლო სოლო ალბომის McCartney III დელუქს ვერსიაში McCartney III Imagined შევა, რომელიც 16 აპრილს გამოიცემა.

პოლ მაკკარტნი და Beck სინგლის Find My Way ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებენ

ედ ო'ბრაიენმა მუსიკალური კარიერა 1985 წელს ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. გიტარისტობის გარდა, ის ბენდის ბექ-ვოკალისტიცაა. 2010 წელს არტისტი ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორის დაასახელა. 2019 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული