Thumbnail

ირლანდიელი მუსიკოსი და პოეტი, შინეიდ ო'ბრაიენი ახალ კომპოზიციას Kid Stuff და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. არტისტმა ჩანაწერზე სამხრეთ ლონდონური ლეიბლის Speedy Wunderground დამფუძნებელთან, დენ ქერისთან ერთად იმუშავა. კლიპის ავტორი რეჟისორი სასკია დიქსი გახლავთ.

დუბლინელმა პანკ პოეტმა და არტისტმა, შინეიდ ო'ბრაიენმა მუსიკალური მოღვაწეობა 2018 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მან სადებიუტო EP სახელწოდებით Drowning In Blessings გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული