Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის წარმომადგენელი, სერგეი პეტროსიანი, სასცენო სახელით Serhio, მსმენელს რამდენიმეთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი კომპოზიცია Ego და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის მიქსინგისა და მასტერინგის ავტორი HaruTune გახლავთ. ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც სერჰიომ მიმდინარე წელს გაავრცელა.

ნახეთ: Serhio ვიდეორგოლს "დიზაინერი" ავრცელებს

ნახეთ: Serhio ვიდეორგოლს "მიუწვდომელი" ავრცელებს

მოუსმინეთ: Nick Green x Serhio - დავიფიცები

სერჰიომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი კომპოზიცია Don`t Cry 2011 წელს გავრცელდა. არტისტი არჩევანს ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ჟღერადობაზე აკეთებს. 2018 წელს მუსიკოსმა EP სახელწოდებით Streеt Art გამოუშვა. რეპერის პოპულარული ჩანაწერებია "პირდაპირ ბლოკიდან", "დიზაინერი", "გიჟი სომეხი" და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული