ამერიკელმა მუსიკოსმა, ენი კლარკმა, სასცენო სახელით St. Vincent, კომპოზიციაზე The Melting Of The Sun შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მეექვსე ალბომში Daddy's Home იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4-წლიანი პაუზის შემდეგ, 14 მაისს გამოიცემა. რეტრო სტილში გადაღებული კლიპის ავტორი მუსიკოსთან ერთად რეჟისორი, ბილი ბენცი გახლავთ.
► ნახეთ: St. Vincent-მა ალბომის თიზერი Daddy's Home გაავრცელა
► ნახეთ: St. Vincent - Pay Your Way In Pain
St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის ორი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა.
კომენტარები