Thumbnail

მოუსმინეთ: ლოჯიქმა მუსიკალური კარიერა ახალი ნამუშევრით Tired In Malibu განაახლა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გრემის ნომინანტმა ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლოჯიქმა მუსიკალური კარიერა ახალი ნამუშევრით განაახლა. მერილენდელმა რეპერმა ერთწუთიანი ფრისტაილი Tired In Malibu გამოაქვეყნა, რომელშიც რეჩიტატივს ვეტერანი კოლეგის, ბასთა რაიმსის კომპოზიციის Everything Remains Raw ინსტრუმენტალზე კითხულობს.

ლოჯიქი: უცნაურია, რომ ზოგს ქენდრიქ ლამარი და ჯეი ქოული სძულს

ჯოინერ ლუკასი განმარტავს, რატომ მონაწილეობს ტრეკში ISIS ემინემის ნაცვლად ლოჯიქი

მოუსმინეთ: ლოჯიქმა ინსტრუმენტული მიქსტეიპი 'TWITCHTAPE VOL. 1' გამოაქვეყნა

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული