Thumbnail

ნახეთ: Mogwai კომპოზიციაზე Ceiling Granny შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შოტლანდიური პოსტ როკ ჯგუფი Mogwai კომპოზიციაზე Ceiling Granny შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის რიგით მეათე ალბომში As the Love Continues შედის, რომელიც 19 თებერვალს გამოიცა. ვიზუალურ ნამუშევარში რეჟისორმა და სკეიტბორდისტმა, ჯონ მაინერმა საკუთარი არქივიდან 1995 წელს გადაღებული კადრები გადაიყენა.

მოუსმინეთ: Mogwai - Pat Stains

პოსტ როკ ჯგუფი Mogwai 1995 წელს გლაზგოში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს დღემდე ცხრა სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება ბენდს კომპოზიციამ Take Me Somewhere Nice მოუტანა. აღსანიშნავია, რომ არტისტები საქართველოსაც ესტუმრნენ, კოლექტივი Tbilisi Open Air 2019-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული