Thumbnail

ბრიტანელი არტისტი Billie Marten ახალ კომპოზიციას Creature Of Mine და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Flora Fauna შევა, რომელიც 21 მაისს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი, ჯო უითლი გახლავთ.

იზაბელა ტვიდლიმ, სასცენო სახელით Billie Marten, მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო, სადებიუტო ალბომი Writing of Blues and Yellows კი 2016-ში გამოსცა. მუსიკოსის ყველაზე ცნობილი სიმღერებია Bird და You Make My Dreams. არტისტს ამ დრომდე ორი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული