Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ მოკლემეტრაჟიანი ფილმი Creative Freedom is Power გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ, ვინტაჟური შამპანურების მწარმოებელ ბრენდ Dom Pérignon-თან თანამშრომლობით, ერთწუთიანი ფილმი Creative Freedom is Power გაავრცელა. ნამუშევარი სარეკლამო კამპანია The Queendom-ის ფარგლებში მოდის ფოტოგრაფმა, ნიკ ნაითმა გადაიღო. ვიდეოს გაგას კომპოზიცია Free Woman გასდევს ფონად.

ნახეთ: ლედი გაგას პირველი ფოტო ფილმის House Of Gucci გადაღებებიდან

გატაცებული ძაღლები ლედი გაგას უცნობმა ქალმა დაუბრუნა

ფილმი Dom Pérignon-ს 2006 წლის შამპანურის Rosé Vintage რეკლამირებას ისახავს მიზნად. ალკოჰოლური სასმელი შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 110 ცალი გაიყიდება. ბოთლის დიზაინი იტალიელ-იაპონელ დიზაინერს, ნიკოლა ფორმიჩეტისა და თავად გაგას ეკუთვნით. გაყიდვებიდან შემოსული თანხა მუსიკოსის საქველმოქმედო ფონდ Born This Way Foundation-ს გადაერიცხება.

12 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული