Thumbnail

18 წლის კანადელი ალტერნატიული პოპ შემსრულებელი Renforshort ახალ კომპოზიციას Exception და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეორე EP-ში სახელწოდებით Off Saint Dominique შევა, რომელიც ზაფხულში გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი, აირის კიმი გახლავთ.

მოუსმინეთ: Renforshort-მა Gorillaz-ის ჰიტის Feel Good Inc ქავერი შეასრულა

ლორენ ისენბერგმა, ფსევდონიმით Renforshort, შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მუსიკოსს წარმატება 2019 წელს გამოცემულმა სინგლებმა Waves და Mind Games მოუტანა. 2020-ში კი არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Teenage Angst გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული