Thumbnail

BTS-ის Dynamite-მა ბილბორდის ჩარტში ჰიტის Gangnam Style რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ჰიტი Dynamite ბილბორდის ცხელ ასეულში 32-ე კვირას ატარებს. ამით კოლექტივმა თანამემამულე მუსიკოსის, Psy-ს რეკორდი მოხსნა, რომლის ნამუშევარი Gangnam Style ამ ჩარტში ყველაზე ხანგრძლივი დროით მყოფი სიმღერა იყო კორეელი არტისტის შესრულებით.

BTS პირველია სამხრეთ კორეიდან, რომელმაც Brit Awards-ის ნომინაცია მიიღო

BTS: აზიური გარეგნობის გამო დაგვცინოდნენ, ინგლისურად რატომ ლაპარაკობთო

ამ კვირაში Dynamite-მა ბილბორდის ჩარტებში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ის გახდა სიმღერა, რომელიც Digital Song Sales Chart-ში ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ მოხვდა. ამით, კოლექტივმა პუერტორიკოელი მომღერლის, ლუის ფონსის ჰიტს Despacito გადაუსწრო, რომელიც ჩარტის სათავეში 17-ჯერ მოხვდა.

ნახეთ: BTS-მა გრემიზე სიმღერა Dynamite შეასრულა

Psy-ს ჰიტი Gangnam Style 2012 წელს გავრცელდა, ცხელ ასეულში მეორე ადგილის დაკავება მოახერხა და ჩარტში სხვადასხვა პოზიციაზე სულ 31 კვირა გაატარა.

რაც შეეხება Dynamite-ს, "ბითიესმა" ის გასული წლის აგვისტოში გაავრცელა და მისი დამსახურებით პირველი სამხრეთკორეული ჯგუფი გახდა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. აღნიშნული კომპოზიცია ბიჭებმა 2021 წლის გრემის სცენაზეც წარმოადგინეს, როგორც პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში ნომინირებულმა არტისტებმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული