Thumbnail

ფრედი გიბსის ახალ ალბომში "SSS" ფარელი, მედლიბი და ალქემისთი მონაწილეობენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ემსი, ფრედი გიბსი ცნობილი ბრიტანული გამოცემის Mixmag ახალი ნომრის სტუმარი გახლდათ. ინტერვიუში ინდიანელმა გენგსთა რეპერმა ახალი ალბომი სახელწოდებით "SSS" დააანონსა და მასში მონაწილე რამდენიმე პროდიუსერის ვინაობაც გაამხილა.

ნახეთ: Freddie Gibbs - Big Boss Rabbit

ნახეთ: Freddie Gibbs x ScHoolboy Q - Gang Signs

ფრედი გიბსი: გრემიზე Nas-თან დამარცხებამ მოტივაცია შემმატა

"ალბომი "SSS" ჩემი მორიგი ნამუშევარი იქნება, რომელიც წლის საუკეთესოს სტატუსს მოიპოვებს. შემდეგ კვირაში ფარელ უილიამსთან თანამშრომლობას ვაპირებ. ჩანაწერის ფარგლებში მედლიბთან, ალქემისთთან და ჰით-ბოისთან უკვე ვიმუშავე. ახლახან კი მაიქ უილ მეიდ ითს კოლაბორაციაზე ვესაუბრე. "SSS" ჩემ მიერ შექმნილი საუკეთესო პროდიუსინგის ალბომია", - განაცხადა გენგსთა გიბსმა.

ფრედიმ მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. დღეისთვის გენგსთა რეპერის დისკოგრაფიაში 4 სოლო ალბომი, ამდენივე კოლაბორაციული ალბომი, 19 ოფიციალური მიქსტეიპი და რვა EP ერთიანდება. მისი მთავარი წარმატება ჟანრის ყველა დროის გამორჩეულ პროდიუსერთან, მედლიბთან თანამშრომლობას და მათ მიერ 2014-19 წლებში გამოცემულ ერთობლივ ნამუშევრებს Piñata და Bandana უკავშირდება. ინდიანელი ემსისა და კალიფორნიელი მუსიკოსის, ალქემისთის კოლაბორაციულმა ჩანაწერმა Alfredo გრემის 2021 დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ალბომის" ნომინაცია მოიპოვა. მუსიკის კრიტიკოსები ფრედის ტექნიკურად სრულყოფილ და სტილისტურად მრავალფეროვან არტისტს უწოდებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული