Thumbnail

გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჩაინა როჯერსის, ფსევდონიმით Chynna, ახალი კომპოზიცია burnout გავრცელდა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ბრუკლინელი პროდიუსერი, კირკ ნაითი გახლავთ. ნამუშევარი ჩაინას დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ჩაინა როჯერსმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი I'm Not Here, This Isn't Happening გაავრცელა. მოღვაწეობის განმავლობაში არტისტმა სამი EP გამოაქვეყნა. ცნობილ ჰიპ ჰოპ გაერთიანებასთან, ASAP Mob-თან აფილირებული რეპერი 2020 წელს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაიცვალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული