Thumbnail

რაზე ისაუბრა ჯონ ლენონთან მისმა შვილმა, ჯულიანმა უკანასკნელად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის შვილებმა, ჯულიანმა და შონმა გასულ წელს, ჯონის გარდაცვალებიდან 40 წლის თავზე, BBC Radio-სთვის ინტერვიუ ჩაწერეს, რომლის ფარგლებშიც ჯულიანმა მამასთან უკანასკნელი საუბარი გაიხსენა. ბოლოს მათი კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით შედგა, რა დროსაც უფროსი ვაჟი მიხვდა, თუ როგორი ბედნიერი იყო არტისტი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრებით იმ პერიოდში.

► გავრცელდა წერილი, რომელშიც სიკვდილამდე ჯონ ლენონის გეგმებზეა საუბარი

ჯულიან ლენონი: მამა საუბრობდა სიყვარულის მნიშვნელობაზე, ჩემთვის კი ის არ უჩვენებია

"15-დან 17 წლამდე მე და მამა ბევრს ვსაუბრობდით ტელეფონზე. მაშინ უელსის ჩრდილოეთ ნაწილში ვცხოვრობდი, პანსიონატში მქონდა გატარებული დაახლოებით ერთი წელი და დედასთან შინ უნდა დავბრუნებულიყავი. სწავლას უკვე ვამთავრებდი, როცა ჯონმა ტელეფონზე (Just Like) Starting Over მომასმენინა ალბომიდან Double Fantasy, ახალი გამიქსული ჰქონდა ეს სიმღერა. უელსის ქალაქ რიტინში, Castle Street-ზე მდებარე ერთ-ერთი სახლის სხვენში ვიჯექი. მახსოვს, როგორ ვუთხარი, რომ კომპოზიცია ძალიან მომეწონა. არ ვიცოდი, მის ახალ ალბომთან დაკავშირებით რა მოლოდინი უნდა მქონოდა. მახსოვს, ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ თავის ცხოვრებაში უბედნიერეს ადგილას იყო. იმას აკეთებდა, რაც უყვარდა. ძალიან მიხაროდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და მოუთმენლად ველოდი, როდის შევხვდებოდი კვლავ. ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, სხვა განზომილებაში", - აღნიშნა ჯულიანმა.

ჯონი და ჯულიანი

ჯულიანი მუსიკოსს სინტია ლენონთან შეეძინა, რომელიც 1957 წელს ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სწავლისას გაიცნო. 1966 წელს, როცა ბიჭი სამი წლის გახდა, ჯონის ცხოვრებაში ავანგარდისტი მხატვარი, იოკო ონო გამოჩნდა. ისინი ერთმანეთს სინტიასთან განქორწინებამდე საიდუმლოდ ხვდებოდნენ. მოგვიანებით იოკოსა და ჯონს ვაჟი, სახელად შონი გაუჩნდათ. სიცოცხლის ბოლო წლებში ლენონი ახალ ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობდა. ჯულიანთან ურთიერთობის დალაგებას კი დისტანციურად ცდილობდა. ის 17 წლის იყო, როცა ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს საკუთარმა თაყვანისმცემელმა, მარკ დევიდ ჩეპმენმა მოკლა მანჰეტენზე, თავის საცხოვრებელთან.

ჯონ ლენონის შვილი: მამა, იოკო ონოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჯულიანს მიეძღვნა The Beatles-ს ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა: Hey Jude, Good Night და Lucy in the Sky with Diamonds.

კომენტარები

ბოლოს დამატებული