Thumbnail

BTS-ის კლიპმა Dynamite იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ჰიტზე Dynamite გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. "ბითიესმა" ამ შედეგს კორეულ ჯგუფებს შორის ყველაზე სწრაფად, ვიდეორგოლის გამოსვლიდან შვიდ თვეში მიაღწია.

BTS-ის Dynamite-მა ბილბორდის ჩარტში ჰიტის Gangnam Style რეკორდი მოხსნა

Dynamite კოლექტივის რიგით მესამე ნამუშევარია კლიპების DNA და Boy With Luv შემდეგ, რომელმაც მილიარდი ნახვა დააგროვა. "ბითიესს" ამ ვიდეორგოლით იუთუბზე კიდევ რამდენიმე რეკორდი აქვს დამყარებული - ის ატვირთვიდან 24 საათში ყველაზე მეტი ნახვის (101,1 მილიონი) მქონე მუსიკალური ვიდეოა. ამასთან, Dynamite პირველია, რომლის ნახვებმაც ამ პლატფორმის ისტორიაში დღე-ღამეში 100 მილიონს გადააჭარბა.

BTS პირველია სამხრეთ კორეიდან, რომელმაც Brit Awards-ის ნომინაცია მიიღო

რაც შეეხება თავად სიმღერის მიღწევებს, გასული წლის აგვისტოში გავრცელებული ჩანაწერის დამსახურებით, BTS პირველი სამხრეთკორეული ჯგუფი გახდა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. კომპოზიციამ 2021 წლის გრემიზე პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში მოიპოვა ნომინაცია და ბიჭების შემოქმედებიდან პირველი ნამუშევარი გახდა, რომლითაც ისინი ამ დაჯილდოების სცენაზე წარდგნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული