Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი კომპოზიცია Ertoba & Gartoba და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ეს რიგით მეორე სინგლია, რომელიც კოლექტივმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

ნახეთ: 4D Monster Lobsters - I'm In Love With Your Cat

Four Dimensional Monster Lobsters თბილისში 2018 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Secret Missions გამოსცა. ფსიქოდელიური სინთპოპ ბენდი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, გიორგი სარჯველაძე, სანდრო ფაილოძე და თენგო ნოზაძე. 2020 წლის აპრილში მუსიკოსებმა პირველი ალბომი Solitary Days Of Alien Abduction გამოუშვეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული