Thumbnail
ფოტო: Facebook / ევრაზიული სამიზდატი

მოუსმინეთ: ზურა ჯიშკარიანი ახალ კომპოზიციას Funk of 1993 ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრმა და მწერალმა, ზურა ჯიშკარიანმა, ახალი კომპოზიცია Funk of 1993 გაავრცელა. აკუსტიკური ნამუშევარი არტისტმა ტელეფონის საშუალებით ჩაიწერა.

მოუსმინეთ: ზურა ჯიშკარიანი ახალ ნამუშევარს Clonazepam ავრცელებს

ზურა ჯიშკარიანი სოხუმში დაბადებული არტისტია. შემოქმედებითი კარიერის საწყის ეტაპზე ის მუსიკალურ პროექტებში Mona Liza Overdrive, Eva და Accidental Lover Boyz მონაწილეობდა. ზურამ პოპულარობა 2007 წელს შექმნილ ელექტროპოპ კოლექტივთან Kung Fu Junkie ერთად მოიპოვა. 2016 წელს ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებლის, თაზო ლიპარტელიანის, იგივე გრინჩის გარდაცვალების შემდეგ კი, ბენდის კიდევ ერთ წევრთან, მაქს მაჩაიძესთან ერთად ჰიპ ჰოპ დუეტი KayaKata შექმნა, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ზურა ლიტერატურული კონკურსის, "საბას" გამარჯვებულია. მისმა რომანმა "საღეჭი განთიადები უშაქროდ" ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" დაიმსახურა. ამასთან, ჯიშკარიანი სტარტაპის Anima Chatbotics დამფუძნებელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული