Thumbnail

მოუსმინეთ: ჯონ ჰოპკინსმა ბრაიან ინოს კომპოზიცია ​Wintergreen გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტმა, ჯონ ჰოპკინსმა კომპოზიცია Wintergreen გაავრცელა. ნამუშევარი ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსების, როჯერ და ბრაიან ინოების ამავე სახელწოდების მქონე ტრეკის ალტერნატიული ვერსიაა. სინგლი ჰოპკინსის ქავერების EP-ში სახელწოდებით Piano Versions შევა, რომელიც 16 აპრილს გამოიცემა.

მოუსმინეთ: ჯონ ჰოპკინსმა ტომ იორკის კომპოზიციის Dawn Chorus ქავერი გაავრცელა

ჯონ ჰოპკინსმა კარიერა 2001 წელს დაიწყო. თავის დროზე მუსიკოსი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ბრაიან ინო, Coldplay და Bonobo. ჰოპკინსს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეოთხე სტუდიურმა ალბომმა Immunity მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. მისი შემოქმედება ემბიენთ ტექნოს, ელექტროსა და IDM-ს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული