Thumbnail

ნახეთ: როგორ დაიხსნა Cher-მა სპილო ისლამაბადის ზოოპარკიდან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სომხური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსის, შერის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Cher & The Loneliest Elephant თრეილერი გავრცელდა. სურათი 2020 წელს შერის პაკისტანში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც არასათანადო მოპყრობის გამო ისლამაბადის მარღრზარის ზოოპარკიდან სპილო დაიხსნა და კამბოჯაში, ერთ-ერთ თავშესაფარში გაგზავნა.

ნახეთ: ჰოლივუდში მდებარე სახლი, რომელშიც შერი ცხოვრობდა, $88 მილიონად გაიყიდა

შერიმ გაიხსენა ისტორია, როდესაც ბროდვეის თეატრში მისი მოკვლა სცადეს

2012 წელს, პარტნიორის სიკვდილის შემდეგ, ეულად დარჩენილი აზიური სპილო სახელად კაავანი მარღარზარის ზოოპარკში 35 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას ჭარბი წონა არასწორი კვების გამო აღენიშნებოდა, ამასთან, ჰქონდა, მოზრდილი და დატეხილი ფრჩხილები, რადგანაც წლების განმავლობაში არასათანადო ვოლიერში ცხოვრობდა. მის დასახსნელად სამართლებრივ დავას შერის მიერ დაარსებული ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია Free the Wild აწარმოებდა. საბოლოოდ, სასამართლომ მარღარზარის ზოოპარკი დახურა. სურათის პრემიერა 22 აპრილს, პლატფორმა Paramount+-ზე შედგება.

"სპილოები ადამიანებს გვანან. ისინი ემოციურები და ოჯახზე ორიენტირებული არიან", - ამბობს 74 წლის შერი.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული