Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა პროდიუსერმა, ჰარუტ მარტიროსიანმა, ფსევდონიმით HaruTune, იუთუბზე საავტორო პროექტის Represent​ მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი "ისინი" გამოაქვეყნა. ჩანაწერში პოპულარული რეპერი, ზაზა ნოზაძე მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი ტრადიციულად ჰარუთუნი გახლავთ.

ნახეთ: Sf-x - საეჭვოდ მოგზაური "ზაზები"

ზაზა ნოზაძემ შემოქმედებითი კარიერა 2010-იან წლებში დაიწყო. ფართო საზოგადოებისთვის მუსიკოსი ცნობილი ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში "ქსელი 56" მოღვაწეობით გახდა. 2018 წლის დეკემბერში რეპერმა სადებიუტო ალბომი "თბილისიდან" გაავრცელა. 2020 წლის ივლისში კი შემსრულებელმა მსმენელს რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი "შეცვალე სამყარო" შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული