Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა ახალი კომპოზიცია Lamentation II გაავრცელა. სინგლი არტისტის ახალი, 5-ნაწილიანი პროექტის მეორე თავში Lamentations შევა, რომელიც, დარჩენილ სამ ნაწილთან: Revelations, Celebrations და Incantations ერთად, 6 მაისს გამოიცემა. ნამუშევრის პირველი ნაწილი Meditations გაყიდვაში 8 აპრილს ჩაეშვა.

მოუსმინეთ: Sufjan Stevens - Meditation V

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული