Thumbnail

ბრონქსელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ ჯორდან ბონემა, ფსევდონიმით MIKE, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული ახალი კომპოზიციით Evil Eye დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მაიქი გახლავთ. ტრეკი ახალგაზრდა ნიუ იორკელის მომავალი ალბომის DISCO ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: MIKE ინსტრუმენტულ ჩანაწერს BLP2021: “For Ur Own Good" აქვეყნებს

ნახეთ: MIKE ვიდეორგოლს No, No! ავრცელებს

მაიქი ანდერგრაუნდ რეპერია, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში მოღვაწეობს. არტისტი ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, წლების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. სწორედ ამან განაპირობა მისი ნამუშევრების ჟღერადობა, რომელიც სხვადასხვა ლოკალური მიმართულების გავლენით შეიქმნა. რეჩიტატივის კითხვასთან ერთად მაიქი პროდიუსინგითა და სელექციითაა დაკავებული. დღემდე მან თაყვანისმცემლებს 8 ალბომი და 10 EP შესთავაზა. მისი კითხვის მანერა მონოტონურობით გამოირჩევა, რომელსაც ხშირად ჯაზის რამდენიმეწამიანი ლუპები ერწყმის. შემსრულებლის მთავარი მენტორი გავლენიანი მუსიკოსი MF DOOM გახლდათ. თანამედროვე კოლეგებიდან ნიუ იორკელი რეპერი ხშირად ცნობილ კალიფორნიელ არტისტთან, ერლ სვითშერთთან თანამშრომლობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული