Thumbnail

Young Thug-ის ალბომი "Slime Language 2" აპრილში გავრცელდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯეფრი ლამარ უილიამსის, ფსევდონიმით Young Thug-ის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების YSL Records წევრების კომპილაციური ალბომის Slime Language მეორე ნაწილი 16 აპრილს გამოიცემა. სამხრეთელმა რეპერმა ინფორმაცია და სტუდიური ნამუშევრის გარეკანი სოციალური ქსელში გამოაქვეყნა.

ნახეთ: Young Thug - Take It To Trial

ნახეთ: Young Thug - That Go! Ft. Meek Mill & T-Shyne

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული