Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი, ოლი ალექსანდერი, სოლო პროექტით Years & Years, კომპოზიციაზე Starstruck გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა ჯგუფის დაშლისა და მისი სოლო პროექტად ქცევის შემდეგ გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: Years & Years-მა ჯგუფ Pet Shop Boys-ის ჰიტის It's A Sin ქავერი გაავრცელა

Years & Years ოლი ალექსანდერმა ლონდონში 2010 წელს ჩამოაყალიბა. მისი მუსიკა ხასიათდება, როგორც ელექტროპოპის, არენბისა და 1990-იანების ჰაუს მუსიკის ნაზავი. პირველი ალბომი Communion 2015 წელს ბრიტანული ბენდის მიერ ყველაზე სწრაფად გაყიდული სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი გახდა. ორი ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2021 წელს კოლექტივი ორმა წევრმა, მაიკი გოლდსვორთიმ და ემრე თურქმენმა დატოვა და Years & Years ოლი ალექსანდერის სოლო პროექტად იქცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული