Thumbnail

ბრიტანული პოსტ პანკ ბენდი Desperate Journalist ახალ კომპოზიციას Fault და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეოთხე ალბომში Maximum Sorrow! იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 ივლისს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი, ნიკ ტომპსონი გახლავთ.

Desperate Journalist ქალაქ ლონდონში 2012 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გამოაქვეყნეს. კოლექტივს ამ დრომდე 3 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მათი შემოქმედება პოსტ პანკსა და ინდი როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული