Thumbnail

ფრანგული ჰევი მეტალ ბენდი Gojira ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Into The Storm ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Fortitude იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა. კოლექტივი ნამუშევარს 5-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნებს.

ნახეთ: Gojira - Amazonia

ნახეთ: Gojira - Born For One Thing

Gojira ქალაქ ბაიონაში 1996 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Terra Incognita გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Magma მოუტანა, რომელიც გრემის დაჯილდოებაზე ორ სხვადასხვა კატეგორიაში იყო ნომინირებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული