Thumbnail

ამერიკული ჯგუფი Lambchop ახალ კომპოზიციას Fuku და მასზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს ავრცელებს. ჩანაწერზე კოლექტივმა გერმანელ დიჯეისთან, Twit One-თან ერთად იმუშავა. სინგლი ბენდის მომავალ, რიგით მეთხუთმეტე ალბომში Showtunes იქნება წარმოდგენილი, რომელიც 21 მაისს გამოიცემა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი, დაგ ანდერსონი გახლავთ.

ნახეთ: Lambchop - A Chef's Kiss

Lambchop ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში 1986 წელს შეიქმნა. 1994 წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი I Hope You're Sitting Down გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 14 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივი ალტერნატიული ქანთრის ჟანრში მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული