Thumbnail

ნახეთ: კეიპოპ ჯგუფმა SHINee კლიპთან ერთად ახალი სიმღერა Atlantis გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა SHINee ახალი სიმღერა Atlantis და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ამავე სახელწოდების მქონე ბოლო ალბომის Don't Call Me განახლებულ ვერსიაში შევიდა, რომელიც 12 აპრილს გამოიცა.

მოუსმინეთ: კეიპოპ ჯგუფი SHINee ალბომს Don't Call Me ავრცელებს

SHINee 2008 წელს სამხრეთკორეული კომპანიის S.M. Entertainment ბაზაზე ჩამოყალიბდა. მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების (MAMA) ოთხგზის გამარჯვებული ბენდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად სიმღერა View ითვლება, რომელმაც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. 2017 წელს ჯგუფის წევრმა ჯონგჰიუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული